შინაარსზე გადასვლა
Kokoro
ანგარიში

ანგარიშის წაშლა

როგორ წაშალო Kokoro-ს მშობლის ანგარიში და მასთან დაკავშირებული მონაცემები — აპიდან ან ჩვენთვის მოწერით.

1. ვის ეხება

ეს გვერდი ეხება Kokoro-ს მშობლის ანგარიშს, რომელსაც იყენებ kokoro.ge-ზე და Kokoro-ს აპში (iOS და Android). ანგარიში ერთია: წაშლის შემდეგ ის აღარ იმუშავებს არც საიტზე და არც აპში.

2. წაშლა Kokoro-ს აპიდან

  1. გახსენი Kokoro-ს აპი და გადადი „მშობელი“ ჩანართზე.
  2. უპასუხე მშობლის შემოწმების კითხვას და შედი ანგარიშში.
  3. დააჭირე „ანგარიშის წაშლა“ — ღილაკი ანგარიშის გვერდზე და „პარამეტრებშია“.
  4. უსაფრთხოებისთვის ხელახლა შეიყვანე პაროლი და დაადასტურე.

წაშლა მაშინვე სრულდება და ანგარიშიდან ავტომატურად გამოხვალ.

3. წაშლის მოთხოვნა აპის გარეშე

თუ აპი არ გაქვს, მოგვწერე info@kokoro.ge-ზე იმავე ელფოსტიდან, რომლითაც ანგარიში შექმენი, სათაურით „ანგარიშის წაშლა“, ან გამოიყენე საკონტაქტო ფორმა.

ვინაობის დასადასტურებლად ანგარიშის ელფოსტაზე გიპასუხებთ. დადასტურებიდან 30 დღის განმავლობაში ანგარიშსა და ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს წავშლით და შეგატყობინებთ.

4. რა იშლება

  • ანგარიში და შესვლის მონაცემები: სახელი, ელფოსტა, ტელეფონი, ქალაქი და პაროლი
  • ბავშვების პროფილები (სახელი, დაბადების თარიღი) და მათი მხარდაჭერის ინფორმაცია
  • რჩეულები, ბავშვის სურვილები და შეტყობინებების პარამეტრები
  • ბავშვის კალენდრის ჩანაწერები და შეტყობინებები
  • შენი შეფასებები
  • მხარდაჭერის ჩატის მთელი მიმოწერა
  • მოლოდინის სიაში ჩაწერები
  • ოჯახთან გაზიარება: შენ მიერ გაცემული და მიღებული წვდომები და მოწვევები
  • ორგანიზატორად რეგისტრაციის განუხილავი ან უარყოფილი განაცხადები
  • ჯერ გაუგზავნელი ელფოსტები

5. რა რჩება და რატომ

წარსული ჯავშნები ორგანიზატორის აღრიცხვისთვის რჩება, მაგრამ შენი და ბავშვის პირადი მონაცემების გარეშე: სახელის ნაცვლად ეწერება „წაშლილი ანგარიში“, ხოლო ტელეფონი, ელფოსტა, ბავშვის მონაცემები, შენიშვნები და მხარდაჭერის ინფორმაცია იშლება. რჩება მხოლოდ აქტივობა, თარიღები, სტატუსი, რაოდენობა და ფასი.

საცდელი ვიზიტები იმავე წესით ანონიმდება, ხოლო მოლოდინში მყოფი და მომავალი ვიზიტები უქმდება.

გაგზავნილი ელფოსტებიდან რჩება მხოლოდ მიწოდების სტატუსი — მისამართი და ტექსტი იშლება.

უსაფრთხოების ჟურნალი ინახავს მხოლოდ შიდა იდენტიფიკატორსა და მოქმედებას, პირადი მონაცემების გარეშე. საერთო სტატისტიკა პირად მონაცემებს არ შეიცავს.

საკონტაქტო ფორმით გამოგზავნილი შეტყობინებები და სიახლეების გამოწერა ანგარიშთან დაკავშირებული არ არის; მათ, ისევე როგორც ორგანიზატორის განაცხადზე ატვირთული ფოტოების, წასაშლელად მოგვწერე info@kokoro.ge-ზე.

6. სანამ წაშლი

  • აქტიური (მომავალი ან მიმდინარე) ჯავშნის მქონე ანგარიშს ვერ წაშლი — ჯერ გააუქმე ჯავშანი ან მოგვწერე.
  • ორგანიზატორის ან ადმინისტრატორის ანგარიშის წასაშლელად მოგვწერე info@kokoro.ge-ზე.
  • წაშლა შეუქცევადია: წაშლილი მონაცემების აღდგენა შეუძლებელია.

იხილე ხშირი კითხვები ან მოგვწერე საკონტაქტო ფორმიდან.